ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - ინფორმაციას უნივერსიტეტის კანცლერი ავრცელებს:
"აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
დიდი მადლობა აპელაციის საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!" წერს ქეთი დარახველიძე.
შეგახსენებთ, ავტორიზაციის საბჭომ 27 სექტემბერს ილიაუნის პირობითი ავტორიზაცია მისცა. საბჭომ ჩათვალა, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებდა.
ილიაუნიმ ეს გადაწყვეტილება აპელაციის საბჭოში გაასაჩივრა.