"ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს, "ქართული ოცნება" დატერორებას ცდილობს" | სიმონ ჯანაშია

გამოქვეყნდა:

ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათლების ექსპერტმა და საარჩევნო სუბიექტის "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“  წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ გაავრცელა. მისი განმარტებით ,ავტორიზაციის ექსპერტებმა დადებითი დასკვნა დადეს, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მაინც ჩათვალა რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. სიმონ ჯანაშიას განცხადებით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ზეპირი გადაწყვეტილება გააცნეს და შესაბამისი ოქმი 2 კვირაში გადაეცემა.

სიმონ ჯანაშიას თქმით, უნივერსიტეტს სჯიან იმისთვის, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ სტუდენტებიც და ლექტორებიც.

"ქართული ოცნება ცდილობს, რომ დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების სფერო. ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამიტომ არის განსაკუთრებით საგანგაშო. ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს." - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი