"ოპტიმიზაცია სამუშაოების შესაბამისად საჭირო იყო, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია" | რეესტრი თანამშრომლების გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

თითოეულ მათგანს განემარტა მიზეზი, რატომ მოხდა ხელშეკრულების აღარ გაგრძელება - ამბობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანა ფილაური "მთავართან" უწყებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით. 

"ყველა იყო ჩართული სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში, შესაბამისად, ცხადია, რომ ოპტიმიზაცია სამუშაოების შესაბამისად საჭირო იყო. მთავარი სამუშაოები დასრულებულია. სისტემური რეგისტრაცია დამთავრდა. უბრალოდ, 1 წელი გაგრძელდა მხოლოდ იმიტომ რომ ის სამუშაოები, რომელიც დარჩენილი იყო, უნდა დაგვესრულებინა. შესაბამისად, პირველ წელს რა რაოდენობის ხალხიც იყო საჭირო , იგივე რაოდენობა ფიზიკურად არ იქნებოდა საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი" ამბობს ფილაური.

საჯარო რეესტრიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ყველა მათგანი იმ პეტიციის ხელმომწერია, რომლითაც არალეგიტიმური მთავრობისა და პრემიერის გადაწყვეტილებას გმობენ, ევროინტეგრაციის შეჩერებაზე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი