ბოლნისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ", - წერს პროკურატურა.

პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 30 დეკემბერს,მარნეული-ბოლნისის გზაზე მოხდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი