"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, მანქანა ორ მოზარდს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი, ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც წყარო გვიყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს.
მოსახლეობა მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვდა.