"5-დან იცლება გუდაური; ევროპელმა ტურისტებმა პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა" | სასტუმროს წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

„ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, 5-დან გუდაური იცლება, გაუქმებულია ჯავშნების 80%, ხოლო ევროპელი ტურისტები, რომლებზეც ჯავშნების დიდი ნაწილი მოდიოდა, აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა.

"ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. კონკრეტულად საუბარი მაქვს ჩეხებზე და ესტონელებზე...“- განაცხადა „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი