2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა.
"თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი სამწუხაროდ, თუ ასე არაა, პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე." - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
დეკანოზ შალვა კეკელიას მიერ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას, ჟურნალისტის შვილმა მია გოგელაშვილმა სიცრუეს უწოდა.
მია გოგელაშვილის თქმით, ანა მამულაშვილი კანის სიმსივნეს - მელანომას ებრძოდა და ტყუილია შალვა კეკელიას ნათქვამი, რომ მას სიმსივნე 2007 წელს "იმედის" ტელევიზიის დარბევის დროს თავზე მიღებული დაზიანებებისგან განუვითარდა.
შალვა კეკელიამ აღნიშნული განცხადება გააკეთა იმ ფონზე, როდესაც დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ძალებმა და ე.წ ტიტუშკებმა არაერთ ჟურნალისტზე იძალადეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.