ანტიკორუფციული ბიურო Facebook-რეკლამაში 30 000 ლარს დახარჯავს

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-რეკლამაში 30 000 ლარს დახარჯავს.

მიზეზად საქართველოში Facebook-ის პოპულარობა სახელდება და ბიუროში მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია სწორედ ამ სოციალურ ქსელში უნდა გავრცელდეს.

"აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „Facebook“-ით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „Facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს", - ნათქვამია წერილში, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა და რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ცნობისთის, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციულ ბიუროს ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დაკომოკიდებულებაში ადანაშაულებენ. ის 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. მაშინ, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ბიუროს ხელმძღვანელად პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კადრი - დაინიშნა და ეს მაშინ, როდესაც უწყება ევრორეკომენდაციების ფარგლებში შეიქმნა და დასავლეთი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს შექმნას ითხოვდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი