დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდა - კორუფციასთან ბრძოლა ღარიბაშვილის კადრს ჩააბარეს

გამოქვეყნდა:

დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო ამოქმედდა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიუროს ხელმძღვანელად პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კადრი - რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა და ეს მაშინ, როდესაც უწყება ევრორეკომენდაციების ფარგლებში შეიქმნა და დასავლეთი ქართული ოცნების ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს შექმნას ითხოვდა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ბიურო, რომელმაც კორუფციის რისკები უნდა აღმოფხვრას, შესაძლოა თვითონ გახდეს კორუფციის წყარო.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო 6 თვის წინ შეიქმნა, თუმცა ოფიციალურად დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი