სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ.

აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმმა 100-ზე მეტი ადამიანისთვის, დაკრძალვაზე დასასწრებად, ე.წ. საშვი დაუშვა. მათ შორის ბავშვების ახლობლები და მასწავლებლები არიან. 

უბედური შემთხვევა 5 იანვარს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. ხის სახლი მოკლე დროში სრულად დაიწვა.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი