ხმაური საქალაქოში | მანდატურებმა და პოლიციამ დაკავებულების ახლობლები სასამართლოდან გამოაძევა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია - მას შემდეგ რაც პროცესი სახაზინო ადვოკატების მონაწილეობით განახლდა, დაკავებულების ახლობლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს. მანდატურებმა და პოლიციამ კი ისინი ძალის გამოყენებით დერეფნიდან გააძევა. რეჟიმის პატიმრების ახლობლები საქალაქოს ეზოში იმყოფებიან.

საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მას მერე მიიღო რაც მის კატეგორიულ უარს დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, პროტესტი მოყვა და სხდომათა დარბაზი დატოვეს ადვოკატებმაც და დაკავებულების ახლობლებმაც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი