ბათუმში 10-მდე აქტივისტი დააკავეს | დემონსტრანტების თქმით, პოლიცია მოქალაქეებს ასფალტზე სტიკერის გაკვრის გამო აკავებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა.  პოლიციამ ამ საღამოს 10-მდე აქტივისტი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა "ლელოს" წევრი. 

აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა. 

დემონსტრანტების თქმით, პოლიციამ დაკავებები ასფალტზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დაიწყო.

გარდა ამისა, აქციის კიდევ ერთი მონაწილე "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, "ოცნების" მომხრე  ვოვა შენგელია მათ აივნიდან აგინებდა, აქციის მონაწილეებმა კი პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდეს, რაზეც სამართალდამცველებმა ურჩიეს, რომ 112-ისთვის მიემართათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი