ბათუმის პოლიცია დაკავებების სერიას აგრძელებს - რამდენიმე წუთის წინ, მათ გამომცემლობა "ბათუმელების" რედაქტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მიზეზი მის შემთხვევაშიც საპროტესტო ბანერის გაკვრა გახდა.
პოლიციის სამმართველოსთან ბათუმში ამ წუთებში აქცია გრძელდება. ამ საღამოს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სულ 10 პირი დააკავეს. ყველა მათგანი სტიკერების გაკვრისთვის.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაკავებულები არიან: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.