„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე „ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას ეხმაურება:
„ერთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს, როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში, ეს არის ის, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან: როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რასაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული“ - ამბობს თურაძე.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან დღეს საღამოს, სტიკერის გაკვირსთვის დააკავეს.