"ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს | დაკავებულია კიდევ 2 პირი

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი, კიდევ ერთი დაკავებული, თეონა ბერიძე და არასრულწლოვანი აქტივისტი გოგო ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ამაღლობელი პოლიციამ ხელმეორედ დააკავა.

"მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს, საშინელი შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა იყო რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს ეზოში. 
განახლება: ასევე დაკავებულია აქციაზე მყოფი 2 მამაკაცი" წერს სოციალურ ქსელში თამარ მამეიშვილი

ამაღლობელი აქციაზე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე" ეწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი