ბათუმში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 15 საათზე აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ბათუმში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, 12 იანვარს, 15 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. აქცია ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილებმა რამდენიმე წუთის წინ დააანონსეს.

იქამდე კი პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის ორჯერ გამოცემა "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი. პირველად ის საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის. ცოტა ხანში ხელწერილით გაათავისუფლეს , თუმცა მალევე მეორედ დააკავეს, მიზეზი უცნობია.

13 დაკავებულიდან პოლიციის სამმართველო დატოვა ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ, თათია აბულაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი