რესტორან "ბაბილოსთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოლიგარქის პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.
თბილისში, რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეთა კლანის საახალწლო ღონისძიება პროტესტის ფონზე გაიმართა. ადგილზე ვითარება რამდენიმე საათის განმავლობაში, პერიოდულად იძაბებოდა. მოსამართლეთა კლანს რესტორნის დატოვება შეძახილების ფონზე, საპოლიციო ძალების მიერ მოწყობილი კორდონის გავლით მოუწია.