"მთავარი არხის" ინფორმაციით, აბუ დაბიში დაკავებული გიორგი გოგოლაძეა, რომელიც ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მან თეფში ისროლა, რის შედეგადაც სასტუმროს თანამშრომელი დაშავდა.
გოგოლაძე სავარაუდოდ, "ოცნების" თვითგამოცხადებულ დეპუტატებთან ერთად იმყოფება აბუ დაბის სასტუმროში.
რეჟიმის დეპუტატების მიერ თავდასხმის შედეგად დაშავებული გაბიტაშვილი კი კლინიკაშია გადაყვანილი. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.
ირაკლი ზარქუასა და ვიქტორს სანიკიძის მხრიდან მოქალაქეზე თავდასხმის შემდეგ, სასტუმროში ადგილობრივი სამართალდამცველები მივიდნენ. ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
იხილეთ: