
ლარი თითქმის 8 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარი 3.2059 ლარი გახდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი ცოტა ხნის წინ დაადგინა.
დღევანდელი კურსით კი დოლარი 3.28 თეთრი ღირდა.
გამყარდა ევროც და მისი ოფიციალური ფასი ხვალიდან 3.7560 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით კი ის 3.8415 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.