"საქართველოს ბანკის" შემდეგ, "თი ბი სი" ბანკის პოზიციაც ცნობილია. რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედის ინფორმაციით, თი ბი სი-ს ხელმძღვანელობამაც დაუდასტურა, რომ თანამშრომლებს საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობაში ხელს არ შეუშლიან და არც პრობლემებს შეუქმნიან:
"კარგი შეხვედრა გვქონდა ხელმძღვანელობასთან. დაგვპირდნენ, რომ არანაირი შეზღუდვა თანამშრომლებს არ ექნებათ. ყველა თანამშრომელს შეუძლია გამოხატოს თავის ნება და ამისთვის არავინ დაისჯება და ახლა უკვე ველოდებით მათ დასტურს" აღნიშნა ლიკა გუნცაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი.ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართავს დიდ კომპანიებს, რომ ხელი არ შეუშალონ საკუთარ თანამშრომლებს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საპროტესტო აქტში და გამოხატონ თავისი პოზიცია. ლიკა გუნცაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებს,როგორც შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, "საქართველოს ბანკის" პოზიციაა რომ დაიცავენ თითოეული თანამშრომლის გამოხატვის უფლებას.