საყოველთაო გაფიცვა 15 იანვარს | ლიკა გუნცაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები საქართველოს ბანკთან და თიბისისთან შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნდა:

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი. დამსაქმებლებისა და დასაქმებულების საყოველთაო გაფიცვისთვის მზადება დაწყებულია.

რეჟიმის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედა მიმართავს დიდ კომპანიებს, რომ ხელი არ შეუშალონ საკუთარ თანამშრომლებს, მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საპროტესტო აქტში და გამოხატონ თავისი პოზიცია. ლიკა გუნცაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ საქართველოს ბანკის ხელმძღვანელებს, ამ ეტაპზე კი თიბისი ბანკის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს,  საქართველოს ბანკის პოზიციაა რომ დაიცავენ თითოეული თანამშრომლის გამოხატვის უფლებას.

"შეგვპირდა რომ არავინ არ დაისჯება, ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, ახლა ჩვენ ველოდებით ამის აღსრულებას.

წარმოუდგენელი თანადგომა აქვთ პატიმრებს, ყველას. ჩემ შვილს თეატრისგან. ის რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ამას ზუსტად გეუბნებით." - განაცხადა ლიკა გუნცაძემ. 

ავტორი: დავით კობიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი