ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. "თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის პატიმრებს" - ამ წარწერით აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ადგილზე ბანერი გაშალეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი  ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი ხვალ იმსჯელებს. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.

რეჟიმის პროკურატურა ჟურნალისტისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი