"მზია ამაღლობელს არ ვიცნობ, სამაგიეროდ, ვიცი რაცაა ივანიშვილის რეჟიმი და ომონად ქცეული ქართული პოლიცია. ის უდანაშაულოა და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და მის გათავისუფლებას ითხოვს.

"მზია ამაღლობელს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცი მისი მოღვაწეობის შედეგი: "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი". "ნეტგაზეთი" ჩემი საყვარელი მედიაა - გამორიცხულია, რაიმე მაინტერესებდეს და ერთ-ერთ უმთავრეს საინფორმაციო წყაროდ არ გამოვიყენო. მზია ამაღლობელს არ ვიცნობ. სამაგიეროდ, ვიცი რას ამბობენ მასზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანები, თან, უკლებლივ ყველა, ვინც მას იცნობს. მე მათი მჯერა და ვიცი, რომ მზია ამაღლობელი აჭარის საზოგადოების და იქაური მედიის ლეგენდაა. მაგრამ "ნეტგაზეთი" ნამდვილად არაა ლოკალური მოვლენა და შემიძლია ყველა დავარწმუნო - მზია ამაღლობელი ქართული მედიის ლეგენდაცაა", - წერს ნიკა გვარამია. 

 

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

რეჟიმის პროკურატურა ჟურნალისტისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი