მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას, ბათუმის სასამართლოში ხმაური მოჰყვა

გამოქვეყნდა:

მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას, სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ივანიშვილის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

პარალელურად, ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. იმის მიუხედავად, რომ ამაღლობელის კოლეგებს, ჟურნალისტებს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდათ, მათთვის მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილების მოსმენა მაინც მძიმე აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ტერორი თავისუფალ მედიაზე და მოქალაქეებზე.   

ივანიშვილის სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი