ივანიშვილის სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელსა და დირექტორს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატომრობას ითვალისწინებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტისთვის ჩაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი