"გასტრონომ ჯგუფი" 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება

გამოქვეყნდა:

"გასტრონომ ჯგუფი" ხვალ, 15 იანვარს, 15:00 საათზე დაგეგმილ გამაფრთხილებელ, საყოველთაო გაფიცვას უერთდება.

"გასტრონომ ჯგუფი" უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 15 იანვარს , 15:00-დან 18:00-მდე დაიკეტება", - წერია ინფორმაციაში.

"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი. კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უპირისპირდებიან ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას სხვადასხვა დროით მუშაობას შეწყვეტენ. მოთხოვნები უცვლელია - რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. საყოველთაო პროტესტისთვის მზადება დაწყებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი