"იფიცება საქართველო" - 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაგეგმილი.
კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უპირისპირდებიან ოლიგარქის არალეგიტიმურ ხელისუფლებას სხვადასხვა დროით მუშაობას შეწყვეტენ.
მოთხოვნები უცვლელია - რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. საყოველთაო პროტესტისთვის მზადება დაწყებულია.
უფრო ვრცლად ნახეთ დავით კობიძის სიუჟეტში.