საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელიც თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას დააკავეს, დედა გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ბორის ჩელე ყურუა ავრცელებს:
"ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა
ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან
თითქოს არსფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს
საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან" წერს ბორის ჩელე ყურუა.
ახობაძის წინააღმდეგ საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია.