ექიმ გიორგი ახობაძეს ივანიშვილის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ექიმ გიორგი ახობაძეს ივანიშვილის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო და ამით პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

ახობაძის ადვოკატმა სასამართლოს გირაოს სახით 30 ათას ლარი, ასევე თავდებობა და ყოველ 10 დღეში, დინამიური ტესტის ჩაბარება შესთავაზა, თუმცა მარიდაშვილმა არც ერთი ეს პოზიცია არ გაიზიარა.

ახობაძე რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი