ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, გახარიას გარდა, ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც დაესხა თავს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიმიტრი სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, თავდასხმის დროს, სამხარაძესთან ერთად, სხვა პირებიც იყვნენ - ე.წ. დეპუტატი მის მიმართ იგინებოდა 

"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე. დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - თქვა ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამავე თემაზე:

ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა გიორგი გახარიას და ფიზიკურად გაუსწორდა

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი