ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას და ფიზიკურად გაუსწორდა.
"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე, სხვები (სავარაუდოდ - ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას - ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი" - წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში და თავდასხმის ადგილიდან ფოტოებს აქვეყნებს.
გახარას ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. გახარიამ კლინიკა საკუთარი ნებით დატოვა.