ექიმის ინფორმაციით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

გამოქვეყნდა:

ექიმის, თაკო შანთაძის ინფორმაციით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარია, რომელსაც ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი", თანმხლებ პირებთან ერთად, თავს დაესხა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გახარიას მდგომარეობა სტაბილურია - მან კლინიკა საკუთარი ნებით დატოვა.

"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ჯგუფის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა.

ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" სამხარაძე, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად, თავს დაესხა გიორგი გახარიას და ფიზიკურად გაუსწორდა

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი