გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "მთავარი არხის" ვებ-გვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ოლიგარქის პოლიცია ადგილზე დაგვიანებით, თავდასხმიდან დაახლოებით 1 საათში მივიდა. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი