"მტკიცებულებები არსებობს, რომ დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა... მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება" | მეზვრიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ადგილას პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკვე იკვეთება მტკიცებულებების განადგურება.

"დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ", - წერს მეზვრიშვილი.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი