"ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს "შერატონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა" | გოგიჩაიშვილი გახარიაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, დაგვიანებით მისულმა ოლიგარქის პოლიციამ, სასტუმრო "შერატონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ადგილიდან წაიყვანა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ თავდასხმის ადგილას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.

"აქ ვიყავი, ვნახე პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს "შერატონის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც თეთრ მანქანაში ჩასვეს. ძალით არ წაუყვანიათ, მაგრამ მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში. მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება.

ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ "შერატონის" ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის "გაუტარებს" იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი