"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი. დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე" | თოლორაია გახარიაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი. დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე", - ასე ეხმაურება ორგანიზაცია "ჩემი ხმას" წარმომადგენელი და ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას.

"დანაშაულს ჩადიან საქართველოს ყველა რეგიონში, მსოფლიოს ყველა კუთხეში. სცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს: უბრალო მოქალაქეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წუხელ ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას დაესხნენ თავს ბათუმში ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს, არამედ საქართველოს პროკურატურა - ველოდებით თქვენს ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორც ჟურნალისტ ქალზე მოახდინეთ ბათუმში", - წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი