"ოცნების" წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა" | საია გახარიაზე და ქორიძეზე თავდამსხმელების სამართლებრივ დასჯას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს ოლიგარქის პროკურატურას, დროულად განახორციელოს პარტია "საქართელოსთვის" ლიდერ, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ, ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

როგორც "საიას" განცხადებაშია ნათქვამი, პატრია "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა.

"საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია“ ქართული ოცნების“ წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" თანამშრომელს, ზვიად ქორიძეს.

პატრია "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები პრაქტიკული უგულებელყოფა, კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.

ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს პროკურატურას: სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა", - წერია განცხადებაში.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას ბათუმში, ოლიგარქის "დეპუტატი" დიტო სამხარაძე, თანმხმელბ პირებთან ერთად თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი