ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს | ამ ეტაპზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან

გამოქვეყნდა:

სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. ოკმელაშვილს ახლა მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

კერძოდ, დღევანდელ პროცესზე, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომელიც ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას გულისხმობდა. ადვოკატმა არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. ოლიგარქის პროკურატურა ამ შუამდგომლობას დაეთანხმა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის დააკმაყოფილა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება. გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. მას 2024 წლის 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. უკვე 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი