რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 24 იანვარს გამოცხადდება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართა.

გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. მას 2024 წლის 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. უკვე 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. გიორგი ოკმელაშვილს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი