სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა, გვირტყეს მუშტებით, წიხლებით, ბიტებით | თვითმხილველი დოლიძეზე, ტიტუშკების თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

დოლიძის ქუჩაზე, საყოველთაო გაფიცვაში მონაწილე მოქალაქეებს "ოცნების" ტიტუშკები თავს ბიტებით დაესხნენ - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას თვითმხილველმა მაია მიქაძემ განაცხადა, რომელიც თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა და გაფიცვაში მონაწილეობდა:

"სამ საათზე საყოველთაო გაფიცვას შემოუერთდა ჩემი კომპანია და ოფისთან შევიკრიბეთ თანამშრომლები, 20 -25 ადამიანი ვიყავით, მშვიდობიანად ვაპროტესტებდით, "ბირჟამ" დაიწყო მობილიზება, სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა და ეს მობილიზებული "ბირჟა" მომრავლდა ნელ-ნელა, "პრადომ" ჩამოიარა, ვიღაც კაცი გვაგინებდა და ამასობაში ეს "ბირჟაც" გამოვარდა და დაგვიწყო აქ შეკრებილ ადამიანებს ბიტის რტყმა და მუშტი-კრივი. გვირტყეს მუშტებით, წიხლებით, ბიტებით და მერე გაიქცნენ. ჩემი აზრით, არ იყვნენ ფხიზლები იმიტომ, რომ რამდენიმე ბანცალებდა და სახეზე ფერი არ ედო, რითი იყვნენ არაფხიზლები არ ვიცი, ამაგრა აშკარად არაფხიზლები იყვნენ. გვირტყეს და წავიდნენ" აღნიშნა მაია მიქაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე პატრული არ იმყოფებოდა და ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოქალაქემ 112-ში დარეკა. 

შეგახსენებთ, თავდასხმა დოლიძის ქუჩაზე მას შემდეგ მოხდა, რაც საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი