შაკო მაღრაძის იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი მუცლის ტკივილი გახდა - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„აღმოჩნდა, რომ შალვა მაღრაძეს მუცელი სტკიოდა, ჰქონდა ღებინება და ექიმმა მხოლოდ „ნოშპა“ მისცა. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მოვითხოვე კიდევაც შალვა მაღრაძის ნახვა, სასწრაფოს საკითხი და მისი კლინიკაში გადაყვანა. ასევე, ვესაუბრე მის თანამესაკნეს, რადგანაც ვინც იქ მუშაობს, არავის ვენდობი. თანამესაკნემ განმიცხადა, რომ შალვა მაღრაძეს მუცელი უეცრად ასტკივდა, ანუ ნაცემი არ არისო“, - ამბობს გუჯა ავსაჯანაშვილი.
შაკო მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. ის რესტორან "ბაბილოსთან" დააკავეს. 12 იანვარს მოსამართლეების ქეიფის პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.
ოლიგარქის სასამართლომ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.