"ბათუმელების" ოპერატორი, გურამ მურვანიძე ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ოპერატორი, გურამ მურვანიძე ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს - მურვანიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გურამ მურვანიძე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან 12 იანვარს დააკავეს. მისი დაკავება აქციის გაშუქების დროს მოხდა - მურვანიძე ამბობდა, რომ ოლიგარქის პოლიციამ ის მაშინ დააკავა, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. 

გურამ მურვანიძე "ბათუმელების" მეორე თანამშრომელია, რომელიც საპროტესტო აქციებზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. ასევე, დაკავებულია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი