ულტიმატუმის ვადა, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა "ოცნების" რეჟიმს მისცა, ამოიწურა. ხელოვანები 23 იანვარს, 18 საათზე თეატრის წინ ელოდებიან ერთგულ მაყურებელსა და მხარდამჭერებს და საპროტესტო მანიფესტს წარადგენენ:
"21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა!
ჩვენ ვიწყებთ!
გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს
23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ!
სადაც წარმოგიდგენთ ,,ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტს !" ნათქვამია ახალი თეატრის ინფორმაციაში
ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალმა თეატრმა და მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა საგანგებო განცხადება 11 იანვარს გააკეთა:
"ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ რეალურად, ვაჩვენებთ რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერასოდეს ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ ჯერ არ გინახავთ თეატრი ერთი რიგითი ჯარისკაცისთვის მებრძოლი. " - ნათქვამი იყო მიმართვაში.