ადვოკატის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო.

"ჟურნალისტ მზის ამაღლობელის მხარასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს და 1 კვირაა მხოლოდ წყალს იღებს. ამაღლობელს სოლიდარობა რეჟიმის კიდევ ერთმა პატიმარმა,  რეზო კიკნაძემ გამოუცხადა და შიმშილობა დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი