"აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ წელს, არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება" | ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.86 ლარია, ევროსთან მიმართებით კი 2.98 თეთრი.

გაცილებით მაღალია კურსი კერძო ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში. ამასთან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკაზე ჯერ კიდევ არ ასახულა.

საკონსულტაციო ფირმა "რეფორმატიქსის" დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ნიკა გილაური ამბობს, რომ ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ 2025 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე იქნება.

"აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ, წელს, არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც არანაირად უკეთესი არ არის. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ამას ემატება პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. ანუ, რეალურად ის სავალუტო შემოდინებები, რაც ქვეყანას ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, საგრძნობლად მცირდება.

შესაბამისად, სერიოზული კითხვის ნიშნებია იმ ციფრებთან დაკავშირებით, რა ციფრებითაც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი, გათვალისწინებული აქვთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან არარეალისტურად ჩანს ახლა უკვე და შესაბამისად ისმევა კითხვები, თუ როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას ამ კრიზისთან დაკავშირებით და რა შეიძლება გაკეთდეს", - თქვა გილაურმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი