მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი, რომელიც ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან მიმდინარეობდა დასრულდა. მანიფესტზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც ყოველდღიურ აქციას შეუერთდებიან.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ "ახალი თეატრი გადის რეგიონებში", რათა ხმა ყველა ადამიანს მიაწვდინონ.