საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის თანახმად, ბოლო 4 წელში საქართველოში უძრავი ქონება საშუალოდ 54%-ით გაძვირდა, მათ შორის ბინები 51%-ით, კერძო სახლები კი 60%-ით.
ბინების სეგმენტში, საცხოვრებელი უძრავი ქონების 1 მ2 ღირებულების მიხედვით 2024 წლის ბოლო კვარტალში მთაწმინდა ლიდერობს 5987 ლარი ღირს. შემდეგი არის ვაკე სადაც 1 მ2 უძრავი ქონება 5451 ლარი ღირს. 4174 ლარია საბურთალოზე 1 მ2-ის ფასი.
1 მ2 უძრავი ქონების ღირებულება სხვა უბნების ჩამონათვალი კი ასეთია:
3945 ლარი - ჩუღურეთი
3854 ლარი - დიდუბე
3760 ლარი - კრწანისი
3739 ლარი - ნაძალადევი
3569 ლარი - გლდანი
3513 ლარი - ისანი
3390 ლარი -სამგორი
2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1 მ2 უძრავი ქონების ღირებულება თბილისის უბნებში 2024 წელს 1000 ლარზე მეტითაა გაზრდილი, მთაწმინდის შემთევევაში 2000 ლარით.