"დაკარგა წერილები, არ გამოატანეს პროცესისთვის მომზადებული ლოზუნგები... რამდენჯერმე საკვები მხოლოდ მის კართან გათავდა... ციხის ადმინისტრაცია ნელ-ნელა ამკაცრებს მის მიმართ მიდგომებს," - ამის შესახებ რეჟიმის პატიმრის ნიკოლოზ კაციას ადვოკატმა განაცხადა.
"ცოტა ხნის წინ დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულება. გავესაუბრე თავად დაკავებულს, ბრალდებულს, მან განმიმარტა, რომ მის მიმართ გარკვეული შეზღუდვები არსებობდა, როგორც ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, კერძოდ მოიაზრებოდა, რომ არ ჰქონდა წვდომა და დაკარგა წერილები, არ დაუბრუნეს, პროცესისთვის მომზადებული ლოზუნგები, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ციხის ადმინისტრაციამ ჩამოართვა და არ დართო ნება, რომ სასამართლო პროცესზე წამოეღო და თან ჰქონოდა.
ამასთან ერთად მან განმიმარტა, რომ რამდენჯერმე ჰქონდა ეპიზოდი, რომ საკვები მხოლოდ მის კართან გათავდა. მან იკითხა, თუ რატომ მთავრდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მასთან ეს საკვები. განუმარტეს, რომ ვისაც მიჰქონდა მასთან ეს საკვები, ვინც არიგებს, ციხის ადმინისტრაციაზე ატანდა და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ მთავრდებოდა ნიკა კაციასთან კონკრეტული საკვების სახეობა.
მან, რა თქმა უნდა, მოითხოვა კანონით დადგენილი თავისი რესურსი. შესაბამისად ციხის ადმინისტრაცია მის მიმართ ნელ-ნელა უფრო ამკაცრებს მიდგომებს. მან განმარტა ასევე, რომ როდესაც ციხეზე გადმოჰყავდათ ჩაიყვანეს მოსაცდელ ოთახში, იყო აქციების მიმართ აგრესიულად განწყობილი ხალხი, შესაბამისად როგორც მან განმიმარტა, შესაძლოა სპეციალურად იყო გათვლილი, რომ სწორედ იმ საზოგადოებაში მომხდარიყო, რომელსაც ანტი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.
დილის საათებში დავრეკე, ვესაუბრე შესაბამის აპარატს, მყისიერად მოახდინეს რეაგირება, გამოცხადდნენ ადგილზე, ნიკამ დეტალურად განუმარტა და აღუწერა იმ პრობლემების შესახებ, თუ რა უფლებრივი შეზღუდვა ხდებოდა მის მიმართ. ყველა საქმის კურსშია აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად სახალხო დამცველის აპარატიც ჩართულია, საქმის კურსშია," - ნიკა კაციას ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ღამის მთავარის" ეთერში საბა სხვიტარიძის დედამ, ლელა ახობაძემ განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაციას ციხეში ავიწროებენ და საკვებს არ აძლევენ.