"თუ გსურთ დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, რომელიც ნამდვილად ითვალისწინებს ხალხის ჭეშმარიტ აზრს" | ელინა ვალტონენი

გამოქვეყნდა:

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული სიტუაციით და ახლა შემიძლია ვისაუბრო, როგორც ეუთოს თავმჯდომარემ. ეუთო-მ ODIHR-ის მეშვეობით გასულ წელს გამოსცა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე, რეკომენდაციები ახალი არჩევნებისთვის. უპირველეს ყოვლისა ვგმობთ ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რადგან ეს არ არის მისაღები ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში და მეორე, რა თქმა უნდა, რომ თუ გსურთ დარჩეთ სანდო დემოკრატიად, მაშინ უნდა დარჩეთ სანდო დემოკრატიად ისეთი არჩევნების ორგანიზებით, რომელიც ნამდვილად ითვალისწინებს ხალხის ჭეშმარიტ აზრს."

-განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ელინა   ვალტონენმა. ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები  სხვა საკითხებთან  ერთად,  საქართველოს  საკითხსაც  განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი