დასავლურ სამყაროსგან იზოლირების პარალელურად "ქართული ოცნების" რეჟიმი აღმოსავლეთის ქვეყნებში ურთიერთობის აქტივაციას ცდილობს. ირაკლი კობახიძე, ფართო დელეგაციით საგანგებოდ ჩადის გაერთიანებულ საამიროებში და 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრობს.
მმართველი კლანის წევრები განმარტავენ, რომ EMAAR ჯგუფი საქართველოში ინვესტირებას მომავალი წლიდან დაიწყებს და რამდენიმე განსხვავებულ სფეროში დაიწყებს ოპერირებას, მაგრამ ეკონომისტებისთვის ეს განცხადებები საეჭვო და ღიმილის მომგვრელია. საამიროებში გარიგების დეტალებს არ აკონკრეტებენ და საუბრობენ მხოლოდ თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც მხარეებს ვალდებულებებით არ ტვირთავს.
უფრო მეტი ნახეთ ნინო გაზდელიანის სიუჟეტში.